ვიდეო გადაღებულია დღეს, 19 მაისს.
გუდიაშვილის მოედნის გაყიდვის ხელშეკრულების პირობები
რამოდენიმე დღის წინ გამოჩდნა თბილისის განვითარების ფონდსა და „ირაო მაგნატ გუდიაშვილს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (ქართული) უფრო სრული ვერსია. როგორც იცით ის ვერსია, რომელიც „ტფილისის ჰამქარმა“ მიიღო ფონდისგან მხოლოდ ხელშეკრულების ძირითად ნაწილს მოიცავდა და დანართები (სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა) ხანგრძლივი თხოვნის და მოთხოვნის მიუხედავად არ გადმოუციათ. ხელშკერულებას ასევე აკლდა ერთი გვერდი (რომელიც ამ ხელშეკრულებასაც აკლია). შეგახსენებთ, რომ ფონდი თბილისის მერიის განცხადების მიხედვით არის „თბილისის მერიის თვითმმართველი ერთეული”, რაც მათ ავალდებულებთ რომ მსგავსი ტიპის საჯარო ინფორმაცია შეფერხების გარეშე გასცენ.
მოკლედ ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ხელშეკრულება, რომელსაც დანართი მოყვება… თუმცა მხოლოდ ერთი დანართი რვა არსებული დანართიდან. თუმცა ესეც საინტერესოა… Continue reading
Filed under Uncategorized
ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენცია
ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენცია
საზოგადოებისათვის კულტურული მემკვიდრეობის
მნიშვნელობის შესახებ
2011 წლის 2 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა „საზოგადოებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ“ ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციის (ფაროსი, 2005) რატიფიცირება, რის შემდეგაც ეს სამართლებრივი ინსტრუმენტი ოფიციალურად შევიდა ძალაში.
შეიძლება ითქვას, რომ ფაროსის კონვენცია მონიშნავს 19-21 საუკუნეების მანძილზე მემკვიდრეობის ფილოსოფიის ევოლუციის უახლეს ეტაპს და სამართლებრივ ჩარჩოში აქცევს პოსტმოდერნულ დისკუსს მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ. დღეს კულტურული მემკვიდრეობის მცნება მოიცავს ყველა იმ მატერიალურ თუ არამატერიალურ კომპონენტს, რომელიც დროთა განმავლობაში ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბდა, მათ შორის უახლეს – მე-20 საუკუნის მემკვიდრეობას. მემკვიდრეობის მნიშვნელობა კი განიხილება ადამიანების მიერ მისთვის მინიჭებული სემანტიკური დატვირთვის ჭრილში, როგორც საზოგადოების მუდმივად ცვლადი ღირებულებების, რწმენა-წარმოდგენების, ცოდნისა და ტრადიციების გამომხატველი საშუალება.
გამოეხმაურა რა ადამიანის უფ Continue reading
Filed under Uncategorized
ვენეციის ქარტია
ვენეციის ქარტია წარმოადგენს ძეგლთა დაცვასთან დაკავშირებულ საერთაშორისოდ აღიარებულ ძირითად დოკუმენტს, რომელიც ადგენს კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა კონსერვაციისა და რესტავრაციის მთავარ ღირებულებებს და მეთოდებს.
პრეამბულა
ძეგლებს, როგორც ხალხთა ასწლოვანი ტრადიციების ცოცხალ მოწმეებს, აწმყოში გადმოაქვთ წარსულის სულიერი გზავნილები. კაცობრიობა, რომელიც სულ უფრო მეტად აცნობიერებს ადამიანურ ღირებულებებს, ძეგლებში საერთო მემკვიდრეობას ხედავს და მომავალი თაობებისთვის მათ შენარჩუნებას საერთო პასუხისმგებლობად აღიქვამს. ის იღებს ვალდებულებას, მათ, მომავალ თაობებს, ძეგლები ავთენტურობის სრული სიმდიდრის დაცვით გადასცეს.
აქედან გამომდინარე, არსებითია, რომ ძირითადი პრინციპები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა კონსერვაციას და რესტავრაციას უნდა განსაზღვრავდეს, ერთობლივადაა შემუშავებული და საერთაშორისო დონეზეა ფორმულირებული. იმავდროულად, ამ პრინციპების გამოყენება ყოველი ქვეყნის მიერ მისი საკუთარი კულტურის და ტრადიციების ჩარჩოებში უნდა მოხდეს.
1931 წელს მიღებულმა ათენის ქარტიამ, რომელშიც პირველად მოხდა ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბება, დიდი საერთაშორისო მოძრაობა გამოწვია, რომლის შედეგი ცალკეული ნაციონალური დოკუმენტები, იუნესკოს და აიკომის აქტივობა და “კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და რესტავრაციის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის” ჩამოყალიბება გახდა. გაზრდილმა ცნობიერებამ და კრიტიკულმა დამოკიდებულებამ სულ უფრო კომპლექსური და დიფერენცირებული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობამდე მიგვიყვანა. როგორც ჩანს, ათენის ქარტიის გადახედვის, გაღრმავების და უფრო ფართო და საფუძვლიანი ახალი დოკუმენტის შექმნის დრო მოვიდა.
ვენეციის ქარტია. პუნქტები 1-16
Filed under Uncategorized
მოდი 29 იანვარს – მინიფესტი! როგორც მანიფესტი! vol.3
!!! ყველას ყველას ყველას !!!
გუდიაშვილის სკვერის გადარჩენისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის! არ დაკარგო ფაზა!
ბაზრობა და გლინტვეინი ისევ ძალაშია. დადექი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის სათავეებთან. აითვისე თავისუფალი სივრცე. იყავი თავისუფალი!
პირველად საქართველოში, ამცნე ქალაქს შენი ნაღველი. გუდიაშვილის სკვერიდან აფრინდება გიგანტური “ნაღვლის ბუშტი”. შეაბი ბუშტს შენი სათქმელი.
გაიფერადე ცნობიერება. ამ დღეს ცნობილი მხატვრები შენთვის კოჭებიდან ამოხტებიან. ამოხტი შენც! არ იცი ხატვა? მაშ, იმღერე რამე, დააკარაოკე. გააღე პირი და თქვი “ა”! აწმყო თუ არა გწყალობს, მიკროფონი შენია.
ცნობისათვის: წინა “მინიფესტი! როგორც მანიფესტების!” შედეგად ინვესტორმა კეთილ ინება და შეგვხვდა. შეხვედრაზე პირდაპირ განაცხადა – “ფასადები არ შეიცვლება”. მაგრამ შეიცვლება შინაარსი. გამურული კედლები შეიცვლება გლამურულით ფორმულა მარტივია: არ გაქვს შავი ჯიპი და American Express? მაშინ ხვალ აქ შენი ადგილი აღარ იქნება. ამიტომ გამოდი და გაამაგრე დღეს.
საერთაშორისო კონკურსი მკლავჭიდში – გადაღუნე და მოიგე 50 ლარი. სხვა ადგილის თამაშს, ათამაშე კუნთი.
როდემდე უნდა იცინონ ჩვენთან მარტო თოჯინებმა? გაიცინე შენც! იყავი რეალისტი, მოითხოვე შეუძლებელი!
მუსიკა:
კუნგ ფუ ჯანქი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . სიყვარულის აგრეგატით
ნიკა კოჩაროვი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ლოლიპოპით
Frank Klobucar . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . იმპორტული ჰანგებით
Nika J . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ნატიფი დნც დნც დნც
ვარდები არ არიან! მაგრამ რა გევარდება? შეინარჩუნე ავთენტურობა! არა იმიტაციებს! არა ბუტაფორიულ ფასადს!
ნუ იჯდები ჩირგვში. მოედნის ახალმა მფლობელმა ბულდოზერი უკვე დაქოქა. შემოგიტიეს მიკრობებმა? შეუტიე შენც!
გაეცანი www.savegoodiashvili.com
ჰკა!
Filed under Uncategorized
New articles on Gudiashvili Square Protests
Gudiashvili Square protest continues by dfwatch.net
TBILISI, DFWatch – People gathered Sunday on Gudiashvili Square, the third protest against plans to develop the historic area.
The rally was titled ‘Minifest as Manifest’ and saw another brandishing of paintings, handicraft and other artwork as well as refreshments and entertainment that continued into the night.
Gudiashvili lies just behind Freedom Square, and to visitors it is probably best known as the place where Cafe Pur Pur is located. It is one of those places in the old part of Tbilisi with narrow streets and tightly spaced houses that are barely standing and sorely need reinforcement works.
Tbilisi City Hall has a plan for giving the area a face lift which protesters however fear is too radical and will destroy its historic qualities.
The main request of the rally’s organizers and supporters is for the government to reinforce the buildings surrounding the square… Read more

Gudiashvili Square: protest and protect
Demonstrating that Georgia is also starting to develop a culture of civil society, traditional weekly gatherings on Tbilisi’s Gudiashvili Square are becoming popular among Tbilisi residents. These Sunday street demonstrations are one of the rare cases when people come together with very specific requirements without any political demands.
On January 15, Tbilisi’s community, caring about the look of the city and the preservation of its historical buildings, gathered in the square for the third time in order to show their displeasure and to protest the policy of City Hall. Citizens assert that City Hall officials have “left the historical, 18th century buildings located around the square without attention.”
In a very peaceful manner the protesters demanded that City Hall to respond to the question of “what will happen to Gudiashvili Square?” In addition, they are demanding that the government launch reconstruction work on the structures immediately, as the buildings are ailing and are in very bad condition.
The protests began following a new report that an Austrian company (Zechner & Zechner) won a tender, giving the company the right to rehabilitate the buildings surrounding Gudiashvili Square. The photos released along with the news showed that the original appearance of these historical buildings were lost in favor of modern looking urban architecture.
As the news spread and public outcry became strong, City Hall stepped back. On their official website they announced that they had nothing to do with the international competition for the “investment climate research” of Gudiashvili Square and never discussed the Zechner & Zechner project. In addition, City Hall declared on their website that they are looking for an investor for the Gudiashvili Square rehabilitation project estimated at around $15 million. The announcement also included images as to how the rehabilitated buildings will look in the future.
For many Tbilisians, Gudiashvili Square is highly- cherished for its exceptionally peaceful and beautiful atmosphere, so the government’s announcement was not enough to calm their concerns. Organizing a protest in the square, activists asked for the documents from City Hall that details the real plans in store for the Square…Read more
Filed under Uncategorized
Video 2 Support Gudiashvili Square
This two videos are from our foreign friends living in Tbilisi and think that Gudiashvili Square should be saved!
If you think the same, please just read small instruction below, record the the video and send them to dato@jumpstart.ge
Filed under Uncategorized
მინიფესტი გუდიაშვილიზე (პალიტრა TV)
გუდიაშვილის ისტორიულ მოედანზე მდებარე შენობების დაუყოვნებლივ გამაგრების მოთხოვნით გუდიაშვილის მოედანზე აქცია “დაიბედე გუდიაშვილი” გაიმართა. აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეკრიბა.
ავტორი: გიორგი გოგუა
Filed under Uncategorized
მინიფესტი, როგორც მანიფესტი! Vol. 2 – ვიდეო
ნეტგაზეთის რეპორტაჟი გუდიაშვილის სკვერის შენარჩუნების მიზნით გამართული მორიგი ღონისძიების შესახებ.
Filed under Uncategorized
